(რეზონანსი) საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ საქმის კურსშია.
პროკურორის თქმით, ირაკლი მამალაძეს უფლება აქვს დატოვოს საზღვარი, თუმცა მიმართა თუ არა მან სხვა ქვეყანას თავშესაფრისთვის, ეს მისთვის ცნობილი არ არის.
„შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი მამალაძეს, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე, აქვს უფლება დატოვოს საზღვარი. მან გვაცნობა, რომ ქვეყანა დატოვა და ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ იგი სხვა ქვეყანაში ითხოვს თავშესაფარს ", - განაცხადა შოთაძემ.