რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარაშვილი მოსამართლემ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათვისუფლა. საქმის პროკურორი დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე მინდია გოგოჭური უნდა დაკითხულიყვნენ, არ გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოდ ჩათვალა და იგი 300 ლარით დააჯარიმა.

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას ბრალს 18 აბი „სუბოტექსის" შეძენა-შენახვისთვის სდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×