რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) ერთი საათის განმავლობაში ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა გადაკეტილი იყო. აქცია გამართეს იმ კერძო ობიექტის მეპატრონეებმა, რომელთა დაწესებულებებიც შემოვლითი გზის მშენებლობისას დაინგრა.

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფომ ამ ტერიტორიების სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზა, თუმცა მათ მიერ შეთავაზებული თანხა რეალურზე ოთხჯერ მცირეა. ამიტომ ობიექტების მფლობელებმა თანხის აღებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც სასამართლოში დავა უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.

ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისის გამო, იქვე მდებარე მეორე ობიექტიც დაუყადაღეს, სადაც ჰოლანდიელ ინვესტორთან ერთად ყვავილების სათბური აქვს გაშენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×