(რეზონანსი) ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ენგურის კალაპოტზე შექმნილ პრობლემურ კერებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად 2, 754, 848 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას განცხადებით:
,,ძლიერი წვიმების დროს მდინარე ენგურმა შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ტყაიაში პრობლემები შექმნა, არსებობდა საფრთხე მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მოსახლეობა დაეზარალებინა, თუმცა გამგეობის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის დროული რეაგირების შედეგად ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული".
ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.