რეზონანსი
27.06.2017

 (რეზონანსი) საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, ქართველი პრიმაბალერინას, ნინო ანანიაშვილის იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული "ამომავალი მზისა და ოქროს სხივების" ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ლენტით დამშვენებული "ამომავალი მზისა და ოქროს სხივების" ორდენი ქართველ პრიმას პირადად გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცემინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×