რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის სირიაში ახალი სპეცოპერაციის დასაწყებად, რომლის ფარგლებშიც ანკარა კონტროლს დაამყარებს სირიულ ქალაქებზე მანბიჯსა და რაქაზე, რათა ეს ქალაქები სირიელი ქურთების მმართველობის ქვეშ არ მოექცეს:

„ამჟამად სირიაში არასასურველი პროცესები მიმდინარეობს. თუ ეს პროცესები თურქეთის საზღვრებს რაიმე ტიპის საფრთხეს შეუქმნის, ჩვენ ისევე ვიმოქმედებთ, როგორც "შიტ ევფრატი"-ს სპეცოპერაციისას", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოფიციალური ანკარის პარტნიორი ქვეყნები ტერორისტებთან ერთად მოქმედებენ. საქმე ეხება აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის იარაღის მიწოდებას. თურქეთი სირიელ ქურთებს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" აკავშირებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. აშშ კი სირიელ ქურთებს, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×