რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში" განაცხადეს, რომ 1-ელი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვა ევალებათ. კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები გამოასწორა და ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი გამართულად მუშაობს. ამასთან, კომპანია მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს შეუმცირებს.

„თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე - 2 200 340.

„მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×