რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას

53 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი კლინიკა ,,რუსთავში" გარდაიცვალა, 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, ექიმების განცხადებით, გოგონას მრავლობითი დაზიანებები, ტრავმული შოკი და ამნეზია ჰქონდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი წუხელ გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში", 13 წლის გოგონა კი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს „მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, თუმცა გადაკვალიფიცირდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×