რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გერმანიის მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, წარმატებით დაიწყო ასპარეზობა . შეჯიბრების პირველ დღეს, 27 ივნისს სამი ქართველი ფალავანი გავიდა ხალიჩაზე, რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი კი გივი მაჭარაშვილი გახდა. მან წელს მეორე მოიგო კონტინენტური პირველობა. მარტში მაჭარაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზეც გაიმარჯვა. ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ედემი ბოლქვაძემ მოიპოვა.

დღეს დორტმუნდში, დარჩენილი 55, 66, 84, 120 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელი კი თეიმურაზ ვანიშვილი (55), მირზა სხულუხია (66), ზაურ ბერაძე (84) და ზურიკო ურთაშვილი (120) გამოვლენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×