რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ტურისტული კომპანიები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. ტუროპერატორები კი პაკეტების გაძვირებაზეც საუბრობენ. შარშანდელთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია.

სხვადსხვა ტურისტულ კომპანიებში ადასტურებენ, რომ ბილეთის ღირებულებისა და ტურისტების ნაკადის ზრდა თვალში საცემია. მათი ინფორმაციით, ტურისტების რიცხვი 70%-ით გაიზარდა, ზაფხულის ტურები თითქმის გაყიდულია.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი ქვეყნიდან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გამსვლელთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ოფიციალური მონაცემების მოშველიებით საუბრობს. მისი ინფორმაციით, ევროპაში წამსვლელთა რაოდენობამ 11%-ით იმატა. ალადაშვილის ამ ტენდენციას მოსალოდნელსა და რეალურს უწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×