რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) ფხენიანში სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პან კინ ხეს და დაზვერვის სამსახურის უფროსს ლი ბენ ხოს დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ფხენიანში ამტკიცებენ, რომ ასეთი სასჯელი მათ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის მომზადებისთვის გამოუტანეს:

„ვაცხადებთ, რომ თუკი აშშ-ი და მისი მარიონეტული ძალები კვლავ დაგეგმავენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიმართ სახელმწიფო ტერორიზმს, ჩვენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სიკვდილით დავსჯით შეთქმულების ორგანიზატორებს და მონაწილეებს,"- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტროს და პროკურატურის განცხადებაში.

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პან კინ ხე, თანამდებობიდან მარტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადააყენეს. იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ კი დააპატიმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×