რეზონანსი
28.06.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 000 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენება იგეგმება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, წელიწადში 300 ათასი ვიდეოჯარიმა ფიქსირდება და ყოველი 100 ჯარიმიდან მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება. ამიტომაც, ახალი წესით, საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლს ჯარიმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნება.

ამ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და თუ ამ პერიოდში გადაიხდის ჯარიმას მას ჯარიმის ოდენობა 20% -ით შეუმცირდება. ხოლო თუ ამ ხნის განმავლობაში დამრღვევი მძღოლი არ გადაიხდის, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×