რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) პროკურორის ზვიად გუბელაძის განმარტებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დეკანოზის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება. დაიკითხებიან ისინიც, ვინც მამალაძის ბარგი გაჩხრიკეს და მისი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

პროკურორის განცხადებით, უახლოეს მომავალში პროცესზე ჩვენებას, დაზარალებულის სტატუსით შორენა თეთრუაშვილიც მისცემს.

დეკანოზი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. იგი გერმანიაში პატრიარქთან მიფრინავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×