რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული პირები ბილიკის მიღმა ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს

„ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით", - განაცხადეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×