რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „Jamiroquai" საქართველოს მეორედ ესტუმრება და ბათუმში ჯაზ ფესტივალ 2017-ზე მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფი „ბლექ სი არენაზე" 28 ივლისს გამოვა.

Jamiroquai - 90-იანი წლების ბრიტანული ჯაზ-ფანკისა და ეისიდ-ჯაზის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელია. თავისი კარიერის მანძილზე ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ჯეი ქეი უდგას, რვა ალბომი გამოუშვა. გარდა ამისა მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის, „გრემი" და "ემტივის" ოთხი ჯილდო.

მუსკოსების საქართველოში მეორედ ჩამოსვლაზე დიდი გავლენა მოახდინა 2006 წელს თბილისში ვიზიტმა, სადაც ჯგუფმა ქართველ და არამარტო ქართველ მსმენელთათვის დაუკრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×