რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) „ენბისის" ცნობით აშშ-ში, მინესოტას შტატში მცხოვრებმა მონალიზა პერესმა ვიდეორგოლის გადაღების დროს, შემთხვევით, თავისი მეგობარი ბიჭი პედრო რუისი მოკლა.

წყვილმა გადაწყვიტა ექსპერიმენტის გზით შეემოწმებინა, გაატარებდა თუ არა წიგნი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიას და ამსახველი ვიდეო იუთუბზე აეტვირთა. ექსპერიმენტისთვის მათ იარაღი "უდაბნოს არწივი"და ასევე, სქელყდიანი ენციკლოპედია შეარჩიეს.

ვიდეორგოლის გადაღება ტრაგიკულად დასრულდა. მონალიზას მიერ გასროლილმა ტყვიამ წიგნი გახვრიტა და პეტროს გულში მოხვდა.

გოგონას 10 წლამდე პატიმრობა და 20 000 დოლარის ჯარიმის გადახდა შეიძლება დაეკისროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×