რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ამ წუთებში ოპოზიციის წევრებს ხვდება.

ბუკიკიოსთან შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ესწრებიან. ოპოზიციონერთა შეფასებით, საკონსტიტუციო პროექტი მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ერგება და ბუკიკიოსთან შეხვედრაზე კონსესუსის საჭიროებაზე გააკეთებენ აქცენტს.

ოპოზიციასთან გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ბუკიკიოსთან პირისპირ ფორმატშიც გეგმავს გამოსვლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×