რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) უკრაინის პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია ჯერჯერობით არ შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევენი ენინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

"ამ ეტაპზე სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ ითვლება და მისი საქართველოსთვის გადმოცემა ჯერ არ შეიძლება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან და მომავალში რა იქნება ამას დრო გვიჩვენებს" - განაცხადა ენინმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეწვევა თუ არა პეტრო პოროშენკო საქართველოს ენინმა განაცხადა, რომ ის არ არის საქმის კურსში და არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით.

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-07 წლებში იყო. 2013 წელს დატოვა ქვეყანა და გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში, შემდეგ უკრაინაში. 2014 წელს ექპრეზიდენტი რამდენიმე დანაშაულებრივი საქმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×