რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს 15 წევრი ქვეყანა ავღანეთში დამატებით ძალებს გაგზავნის, ინფორმაციას "TOLO News" ავრცელებს.

სტოლტენბერგის განმარტებით, აღნიშნული ძალები დამხმარე ამოცანებს შეასრულებენ. ამასთან, გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ 15 ქვეყნის მაგალითს ალიანსის სხვა წევრებიც მიბაძავენ.

ამ დროისთვის ავღანეთში 8500 ამერიკელი ჯარისკაცი და ნატოს წევრი ქვეყნების 4500 სამხედრო პირი იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×