რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ივლისში თუშეთის იმ სოფლებში იქნება ინტერნეტი, რომლებიც მოსახლეობის რიცხოვნობით და საოჯახო სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა.

„ამჟამად ქსელის ნაწილი კახეთიდან აბანოს უღელტეხილამდე მიყვანილია, მეორე ეტაპი კი ინტერნეტის ომალომდე მიყვანა იქნება. სექტემბრამდე თუშეთის უდიდესი ნაწილი, წოვათის ხეობის გარდა ინტერნეტიზებული უნდა იყოს. ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტის მიწოდება იმ სოფლებისათვის, სადაც არ იჭერს მობილური ტელეფონი", - აცხადებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღამასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.

პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი დოლარია გამოყოფილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×