რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები მეხუთედ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ქართველი ვეტერანები პირველობისთვის იბრძოლებენ. ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში, ქალაქ მონტე კატინიში ტარდება. საქართველოს ნაკრები 50-55 წლებს შორის კატეგორიაში იასპარეზებს, სადაც მთლიანობაში 38 ქვეყნის ნაკრები გამოდის. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაგვირგვინების შემთვევაში, ქართველი ვეტერანები ბრძოლას ჩემპიონობისთვის პლეი ოფიდან გააგრძელებენ.

იტალიაში ჩემპიონატი 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×