რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) "ბიბისის" ცნობით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ოფიციალურმა ბერლინმა გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის თხოვნაზე უარი უთხრა.

7-8 ივლისს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ერდოღანი სიტყვით გამოსვლას გეგმავდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგმარ გაბრიელის განცხადებით, ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე შეატყობინეს.

"გერმანიის კონსტიტუცია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას გვაძლევს", - განაცხადა სიგმარ გაბრიელმა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გერმანია ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის უფლებას არ აძლევს. პირველი შემთხვევა მარტში იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×