რეზონანსი
29.06.2017

 (რეზონანსი) ადმინისტრაციული ჯარიმა ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება. რამდენიმე დღის წინ 20 ლარამდე გაზრდილი ჯარიმა პარლამენტმა დღეს გააუქმა.

პარლამენტის სესიაზე აღნიშნულ ცვლილებას კენჭი მესამე მოსმენით უყარეს. და 85 ხმით მხარი დაუჭირეს.

ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლს ეხება, დაჩქარებული წესით მიიღეს, რადგან ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ისევ შემცირების შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×