რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) დაბა ჩაქვში, ზღვაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა მდინარე ჩაქვისწყლისა და ზღვის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, წყალში და-ძმა, 8 წლის ბიჭი და 17 წლის გოგო შევიდნენ. მოზარდები დინებამ წაიღო.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მაშველები ახლოს იყვნენ და ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 8 წლის ბიჭის გადარჩენა მოახერხეს.

17 წლის გოგოს ცხედარი ზღვიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს. ის პროზექტურაშია გადასვენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×