რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 სახეობის მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომლით სარგებლობაც ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შეუძლია, თუ მისი სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა განსაზღვრული. სიმბოლურად, მედიკამენტის ღირებულება მაქსიმუმ ერთი ლარი იქნება. პირველი ივლისიდან პროგრამა სრულად ამოქმედდება და 23 მედიკამენტს მოიცავს.

„საქართველოში მოსახლოების 21%-ს ჰქონდა კატასტროფული, გამაღარიბებელი დანახარჯები, დღეს ეს რიხვი შემცირებულია, მაგრამ არ არის სიხშირე შემცირებული იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში არ გვაქვს მედიკამენტები". უფასო წამლების პროგრამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

აკაკი ზოიძის თქმით, ამ პროგრამით, დაახლოებით 100-დან 200 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს,რომლებსაც აქვთ 5 ძირითადი ქრონიკული დაავადება და სჭირდებათ ყოველდღიური მედიკამენტები. ბიუჯეტით პროგრამის განხორციელებისთვის 4-5 მილიონი ლარია განსაზღვრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×