რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჰერბერტ მაკმასტერი ადასტურებს, თუმცა ამ დროისთვის შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

„დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის პრემიერმინისტრებთან, ჩინეთის ლიდერთან და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.

დიდი ოცეულის სამიტი 7-8 ივლისს გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×