რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) ქართლის უძველეს ნაქალაქარზე, ძალისში, ახ.წ.აღ. მე-3 საუკუნის პერიოდის ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც სპარსეთის შაჰის თავია გამოსახული არამეული წარწერით.

ამის შესახებ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გოდერძი ნარიმანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღმოჩენილი ბულა (ბეჭედი) კავკასიაში აღმოჩენილი სხვა ბულებისგან წარწერით გამოირჩევა. არქეოლოგი ფიქრობს, რომ ბულაზე გამოსახული შაჰი შაპურ პირველია.

„ჩვენი აზრით გამოსახულება ირანის შაჰინ-შაჰს, შაპურ პირველს ეკუთვნის,რომელიც სასანიანთა დინასტიის დამაარსებლის, არდაშირის შვილია.მან რომთან სამი დიდი ბრძოლა გადაიხადა. პირველივე ომის შემდეგ სპარსელები სამხრეთ კავკასიისკენ, ალბანიის, არმენიის და იბერიისკენ გამოემართნენ და რომი კავკასიას დიდი ხნით ჩამიაშორეს" , -განაცხადა გოდერძი ნარიმანიშვილმა.

არქეოლოგის თქმით, შესაძლოა ბულაზემირანის შაჰი ნარსე (293-302 წწ) იყოს გამოსახული, რომელიც პალმის გამოსახულებიან გვირგვინს ატარებდა . თუმცა, ძალისის ბულაზე გამოსახული მამაკაცი თმის ვარცხნილობით და სამკაულებით შაპურის სხვა გამოსახულებებს ჰგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×