რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) ბახმაროს ტურისტული განვითარება იწყება. მთავრობამ ქალაქთმშენებლობის გეგმა დაამტკიცა,რომელიც ბახმაროში მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნას და საკურორტო სეზონის გახანგრძლივებას გულისხმობს.

მთავრობის ოფიციალური განცხადებით, დამუშავდა მიწის ნაკვეთების სამომავლოდ მოწესრიგების სარეკომენდაციო რუკა, განისაზღვრა გზებისა და ქუჩების ახალი ქსელი, მოინიშნა სათხილამურო ტრასების და საბაგირო ხაზების ახალი არეალები. ასევე, ბახმაროს კლიმატური პირობების თავისებურებიდან გამომდინარე, შემუშავდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპური პროექტები,რომლითაც ყველა დაინტერესებული პირი უსასყიდლოდ ისარგებლებს.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×