რეზონანსი
30.06.2017

 (რეზონანსი) სინოპტიკოსების განცხადებით, დღეს მოსკოვზე ნამდვილი ტროპიკული ღვარცოფი ჩამოწვება. პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმა საღამომდე გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე არიან დაზარალებულები. „РЕН ТВ"-ის ცნობით, მილონოვსკაიას ქუჩაზე, ქარმა ხე მოწყვიტა და კაცს დაეცა. ამჟამად მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.

აეროპორტში ყველა რეისი გადადებულია.

„ღვარცოფი, რომელიც დღეს საღამოს ჩამოწვება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იქნება" , - აცხადებენ სინოპტიკოსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×