(რეზონანსი)მოსკოვში, ჭექა-ქუხილის დროს, 3 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 5 დაშავდა.რუსული გამოცემა „Lenta.ru"-ს ცნობით, სატვირთო მანქანას ქარმა სახურავი მოწყვიტა და რკინა 2 კაცს მოხვდა. ერთი მათგანი ადგილზევე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 14:00 საათზე, დიმიტროვის ქუჩაზე, 33 წლის კაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა.
„РЕН ТВ"-ის ცნობით, მილონოვსკაიას ქუჩაზე, ქარმა ხე მოწყვიტა და კაცს დაეცა. ამჟამად მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. სინოპტიკოსების განცხადებით, დღეს მოსკოვზე ნამდვილი ტროპიკული ღვარცოფი ჩამოწვა, პროგნოზის მიხედვით, ძლიერი წვიმა საღამომდე გაგრძელდება.
„ღვარცოფი, რომელიც დღეს საღამოს ჩამოწვება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იქნება" , - აცხადებენ სინოპტიკოსები.
უამინდობის გამო მოსკოვის აეროპორტში ყველა რეისი გადადებულია.