რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) დღეიდან მართვის მოწმობას საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ქულები ჩამოაკლდება.დარღვევაზე ყველაზე მაღალი ქულა 40-ია, რომელიც იმ შემთხვევაში აკლდება, თუ ავტომანქანის მფლობელი სატრანსპორტო საშუალებას სამართავად გადასცემს წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს. ყველაზე დაბალი კი 5 ქულაა, რომელიც სხვადასხვა დარღვევისთვის აკლდება, მათ შორის, ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში. საჭესთან მობილურზე საუბარი კი 15 ქულით ჯარიმდება.

ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება, არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.ქულების განულების შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევა. თუმცა, მას შეუძლია, მეორე დღესვე ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდა და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას ისევ 100-ქულიანი მოწმობა მიეცემა.

დარღვევების მიხედვით, ქულების დაკლების სისტემა ასეთია:

30 ქულა - სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის გამო.

40 ქულა - აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

40 ქულა - სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის.

15 ქულა - იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გამოცდა გზისთვის ვარგისობაზე.

5 ქულა - მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.

15 ქულა - საჭესთან მობილურით სარგებლობა.

5 ქულა - მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა.

5 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5 ქულა - იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა.

10 ქულა - იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას.

10 ქულა - იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.

15 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს.

5 ქულა - იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.

10 ქულა - იგივე სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

15 ქულა - იგივე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

20 ქულა - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

15 ქულა - სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა ან ხმოვანი სიგნალის, სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება, განსაზღვრული წესის დარღვევით.

20 ქულა - სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში.

10 ქულა - სპეციალური ციმციმა ან ხმოვანი სიგნალის არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა.

10 ქულა - იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, ახორციელებს ესკორტს ან მიაცილებენ.

20 ქულა - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი.

40 ქულა - როდესაც ბოლო ორ სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება .

15 ქულა - სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის.

25 ქულა - აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

30 ქულა - ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

20 ქულა - "B" კატეგორიის ან „A1" ან „B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა.

10 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით.

20 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით.

30 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით.

15 ქულა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

20 ქულა - სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

35 ქულა - აღნიშნული ბოლო ორი სამართალდარღვევა, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება.

10 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით .

20 ქულა - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით.

25 ქულა -სიჩქარის გადაჭარბებაზე (15კმ/სთ, 40 კმ/სთ) სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას.

30 ქულა - თუ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას 15 კმ/სთ-ზე და 40კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა.

40 ქულა - თუ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას 15 კმ/სთ-ზე და 40კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

10 ქულა - ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.

15 ქულა - აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

10 ქულა - სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში.

10 ქულა - გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების, მანევრირების წესების დარღვევა.

5 ქულა - სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა.

15 ქულა - მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა", „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია", „მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა .

10 ქულა - შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა.

20 ქულა - ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში.

30 ქულა - შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა.

20 ქულა - ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა.

30 ქულა - ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოჰყვა ქონების ან ადამიანის ხეულის მსუბუქი დაზიანება.

20 ქულა - სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

25 ქულა - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, შეთანხმებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×