რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) გარემოს დაცვის ინსპექციამ 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინა. გარემოსა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ავტომანქანიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადმოგდების ფაქტები დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი - 165 სამართალდარღვევა თბილისის მასშტაბით გამოვლინდა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწერა 143 ოქმი; ქვემო ქართლის რეგიონში - 136. აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ გამოავლინა სამართალდარღვევის 104 შემთხვევა; დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ -96, აჭარაში გამოვლინდა სამართალდარღვევის 77 ფაქტი; სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ კი 31 ფაქტი დააფიქსირა, კახეთის სამმართველომ - 27 სამართალდარღვევა აღრიცხა" , - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×