რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის კონგრესის შენობაში, აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე კონგრესმენმა, თედ პომ და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლიმ ორ ქვეყანას შორის მყარი სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

„საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში. ის კვლავ მიისწრაფის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად „რუს დათვს" ებრძვის. დასავლეთში, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოვებას" , - განაცხადა კონგრესმენმა თედ პომ.

ჯერი კონოლის თქმით, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში და არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„საქართველოსთვის სასიხარულო ამბავია, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავს აშშ-ის კონგრესში, არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების 25 წლიან მეგობრობასა და ურთიერთობას, ამაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატიის აღნიშვნა, რომელიც კვლავ განვითარების გზაზეა და მაგალითია მისი მეზობელი ქვეყნებისთვის",- განაცხადა ჯერი კონოლიმ.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ მიღების მასპინძლებს, შეერთებულ შტატების მთავრობასა და ხალხს საქართველოს დიდი მხარდაჭერისათვის და გულწრფელი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×