(რეზონანსი)„ყველაზე მდიდარი კლუბები კიდევ უფრო მდიდრები ხდებიან, სულ უფრო და უფრო მეტს გამოიმუშავებენ. მათ და სხვა კლუბებს შორის განსხვავება კატასტროფულად მატულობს და ეს მაშფოთებს. ბევრი კლუბი იმაზე მეტ მოთამაშეს ყიდულობს, ვიდრე სჭირდება და შემდეგ ისინი უთამაშებლები არიან" , - განაცხადა ჩეფერინიმ.
„უეფა"-ს პრეზიდენტი რადიკალურ ცვლილებებზე საუბრობს. მას ფეხბურთში სახელფასო ლიმიტის შემოღება სურს.ალექსანდერ ჩეფერინის თქმით, მაქსიმალური სახელფასო ბიუჯეტის განსაზღვრით, კლუბებს მოუწევთ იფიქრონ, რაში ხარჯავენ ფულს.
„რა თქმა უნდა, დიდი ბრძოლა მოგვიწევს. ის კლუბები, რომლებსაც დიდი ფული აქვთ, ყველაზე ძლიერებიც არიან და მედიაშიც საუკეთესო კავშირები აქვთ. თუ ჩვენ მოვახერხებთ მიზნის მიღწევას, ჩემი აზრით, ეს ისტორიული ცვლილება იქნება" , - განაცხადა ჩეფერინიმ, რომელიც „უეფას" 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.