რეზონანსი
01.07.2017

 (რეზონანსი) ესპანური გამოცემა „Marca"-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის" ლიდერი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო „სამეფო კლუბის" პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის თემა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი იყო.

„Marca"-ს ცნობით, შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ კრიშტიანო არ დატოვებს მადრიდის რეალს. სამაგიეროდ კლუბის სრულ მხარდაჭერას მიიღებს და სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ მოთხოვნილ ჯარიმის თანხასაც „სამეფო კლუბი" გადაიხდის.

ესპანეთის პროკურატურა რონალდოს 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 14,768,897 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება. საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო თანახმაა, რომ 14.8 მილიონი ევროს ჯარიმა გადაიხადოს.თუ ფეხბურთელი ამ თანხას არ გადაიხდის, 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი თანახმაა, რომ ჯარიმა ნებაყოფლობით, სასამართლო განხილვაზე ადრე გადაიხადოს. ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა.

მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ ლეო მესის, ჟოზე მოურინიოს და ხავიერ მასკერანოს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯარიმის გადახდა გარდაუვალიიყო და ამით პროცესების გართულება თავიდან აიცილეს.

სასამართლო პროცესი 31 ივლისს არის ჩანიშნული, თუმცა ფეხბურთელს ჯარიმის გადასახდელად 60-დღიანი ვადა აქვს და ესპანეთის ბიუჯეტში 14.8 მილიონის გადარიცხვა ამ პერიოდში უნდა მოასწროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×