რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) ლონდონის ცენტრში, ბრიტანეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად, ათასობით უკმაყოფილო ადამიანი გამოვიდა. აქციაზე გაისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები. დემონსტრანტები სამაუწყებლო კორპორაცია „BBC"-ის შტაბბინასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ ისინი პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ.

აქციაში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინიც მონაწილეობდა. მან დემონსტრანტებს სიტყვითაც მიმართა.მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია საზოგადოების ყველაზე ღატაკი ფენების მიმართ.

საპროტესტო აქცია პროფკავშირებმა მოაწყვეს.მიტინგზე „Grenfell Tower"-ის ხანძართან დაკავშირებული საპროტესტო ლოზუნგებიც ისმოდა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ,რომ მოიწვევენ ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, კერძო კომპანიებს, პროფკავშირებს და ერთად გააპროტესტებენ ბრიტანეთში ჯანდაცვისა და განათლების სისტემას, ასევე სამუშაო ადგილების სიმცირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×