რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) გერმანიაში, დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ოთხ წონით კატეგორიაში 4 მედალი, 2 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი 50 კილოგრამის კატეგორიაში რამაზ სილაგავა გახდა, ხოლო 60 კგ წონით კატეგორიაში - ლერი აბულაძე. ბრინჯაოს მედლები კი (74 კგ) ბექა მამუკაშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) მოიპოვეს.

დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდება. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებიდან ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (84) და ზვიად პატარიძე (120) იჭიდავებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×