რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) რუსეთში, თათრეთში მომხდარ ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, დაშავებულია 12 ადამიანი.ავტობუსში სულ 28 მგზავრი იმყოფებოდა.

ავარია ქალაქ ზაინსკთან გასულ ღამით მოხდა. ერთმანეთს ბენზინმზიდი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.სატრანსპორტო საშუალება მთლიანად დაიწვა და განადგურდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 2 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×