(რეზონანსი) კვლევის მიხედვით, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება ან დაშორება მხოლოდ „გულგატეხილობას" არ იწვევს. საყვარელ ადამიანებთან განშორებამ გულისტკენის გარდა, შესაძლოა ადამიანის ორგანიზმზე ფიზიკურადაც ძლიერ იმოქმედოს და გულის სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორიც არის წინაგულების ფიბრილაცია და არითმია. წინაგულების ფიბრილაცია არის სწრაფი გულისცემა, რომელიც სხეულის სისხლით არასაკმარის მომარაგებას იწვევს. ამის შესახებ გამოცემა „TIME" წერს.
ჟურნალ „open heart"-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ექსპერტები დიდი ხანი იკვლევდნენ სტრესის კარდიომიოპათიას, იგივე „გულისტკენის სინდრომს". ეს ხდება მაშინ,როდესაც ადამიანს უკიდურესად მძიმე მოვლენასთან, მაგალითად საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან შეგუება უწევს. ამ დროს ხშირია გულის შეტევები, სუნთქვის პრობლემა, ტკივილი გულმკერდის არეში.
ექსპერტები დანიაში 88600 ადამიანს აკვირდებობდნენ,რომლებსაც წინაგულების ფიბრილაციის დიაგნოზი აქვთ. კვლევამ აჩვენა,რომ მათ 41 %-ს ეს დაავადება ახლობელი ადამიანის დაკარგვიდან 1 თვეში განუვითარდათ. კვლევამ ასევე აჩვენა,რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო ახალგაზრდებში.
„ჩვენ არ შეგვიძლია სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება, მაგრამ შეგვიძლია ვიპოვოთ გზები,როგორ არ იმოქმედოს სტრესმა ჩვენს ორგანიზმზე. რეგულარული ვარჯიში, მედიტაცია, იოგა და ხშირად ღრმად სუნთქვა დეპრესიის გადატანაში დაგვეხმარება" , - განაცხადა კარდიოლოგმა ჰარმონი რაინოლდსმა.