რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი თავისუფალია. 71 წლის ეჰუდ ოლმერტმა ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა. მან საპატიმროში 16,5 თვე გაატარა. ის კორუფციისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა 27 თვის ნაცვლად, ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

2018 წლის მაისამდე ყოფილი პრემიერი ვალდებულია სხვადასხვა ორგანიზაციებში საზოგადოებრივი სამუშაოები შეასრულოს, მოხალისედ იმუშაოს. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულებაა სამედიცინო მომსახურების საზოგადოება. ეჰუდ ოლმერტი ასევე ვალდებულია, რომ თვეში ორჯერ პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდეს.

ოლმერტი ისრაელის მინისტრთა კაბინეტს 2006-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ქვეყნის პირველი პრემიერია, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ოლმერტი იერუსალიმის მერად ყოფნის პერიოდში, სამშენებლო კომპლექს „ჰოლილენდთან" დაკავშირებულ კორუფციის საქმეში დამნაშავედ ცნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მერიამ სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის სახით, რამდენიმე მილიონი აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×