
(რეზონანსი) ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ონ.ჯი" ავრცელებს.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ.
შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ერთეული მილიონზე. მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარი 0,1-ია.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, პრობლემის არსებობას უარყოფს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.