რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) „ფლაივოში" პირველი კომპანიაა, რომელმაც ბაზარზე ადგილზე მისვლით ავტომობილის უწყლოდ რეცხვის სერვისი გამოიტანა. კომპანია „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარია. მათ პროექტის ფარგლებში 20 000 ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც მხოლოდ 9 000 ლარი გამოიყენეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი „ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, მათ ბიზნესი დროებით გააჩერეს და კომპანიაში რეორგანიზაცია გამოაცხადეს. კომპანიამ გადაწყვიტა ე.წ ვი-აი-პი სეგმენტში გადავიდეს. ამიერიდან ყველა ტიპის მანქანის ეკოლოგიურად სუფთა ხსნარებით რეცხვის ღირებულება 20 ლარი იქნება.

„7 თვე ვიმუშავეთ, მაგრამ ჩვენი სერვისი ბაზარმა ისე ვერ მიიღო, როგორც ველოდით" , -აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გულუა.

„ფლაივოშს" მანქანის რეცხვისთვის საჭირო ხსნარები ამერიკიდან ჩამოაქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ, მათი მომსახურება დაახლოებით 25%-ით გააძვირა, შესაბამისად მათი ბიზნესი მომგებიანი აღარ იყო. მისი თქმით, ეს სერვისი განსაკუთრებით ტაქსისტებს და სამთავრობო უწყებების მომსახურე მძღოლებს მოსწონთ.

პროექტის ავტორები მანქანის რეცხვის ინოვაციური სერვისის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთაც გეგმავენ. ახლო მომავალში დაგეგმილია,რომ ადგილზე მისვლით ავტომობილის უწყლოდ რეცხვის სერვისი აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზეც გავიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×