რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, უკვე მესამე დღეა დაკარგულია.

„დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, 3 დღეა დაკარგულია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. გივი მჭედლიშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, საბერძნეთში, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა", - ნათქვამია ათენის ქართველ მიგრანტთა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×