რეზონანსი
02.07.2017

 (რეზონანსი) გამიცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.

მეტრო „ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე, მეტრო „ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე.

დამატებითი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტრო „სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.

ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

2017 წლის ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×