რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად -გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. განკარგულებას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი იყო, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×