რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) დიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი:

"ვიზუალურად რასაც შევხედე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზიამდე. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება", - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ელიავას ბაზრობის დამწვარი ტერიტორია შემოღობილი აქვს პოლიციას და იქ არავის უშვებენ. ასევე ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×