რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ დღეს პროცესის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს:

„ექვსი წელიც რომ მომიწიოს ციხეში ჯდომა, მე დავამტიცებ ყველაფერს და ყველა აგებს პასუხს. იყო დრო პრიკურატურას და პოლიციას ვაპატიე. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ციხიდან ვაპირებ ვიბრძოლო, ვიყო მერობის კანდიდატი", - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

ღოღობერიძისა და ჩხვირკვიას საქმის განხილვა დღეს დაიწყო. ისინი ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის არიან დაკავებულები. დღეს მოწმეების დაკითხვა იგეგმება, სასამართლო საქმის გამომძიებლებს მოუსმენს. ირაკლი ჩკვირკიას ადვოკატის დავით ჩალეიშვილის შეფასებით, დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ის ბრძოლას განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×