რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) პირველ აგვისტომდე მთავრობა ტექნიკურ რეგლამენტს მოამზადებს, რომელიც დეციბელების დასაშვებ ზღვარს დაადგენს, ხმაურის შესახებ კანონი ძალაში კი 15 აგვისტოდან შევა.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძის განმარტებით, დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი. პოლიციელთა გადამზადებაზე კი, პოლიციის აკადემია იზრუნებს.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების პირველ შემთხვევაზე - გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე - 150-ლარიანი, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500-ლარიანი ჯარიმა იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×