რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) გორში 12 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა. პაციენტს დაზიანება მუცლის ღრუს არეში აღენიშნებოდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ჩაუტარდა ოპერაცია და შემდგომი მკურნალობისთვის გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×