რეზონანსი
03.07.2017

 (რეზონანსი) ჩინური კომპანია საქართველოში ნავთობის მოპოვებით დაინტერესდა. პოტენციურმა ინვესტორებმა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღეს და დამატებითი დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო გარანტიების წარდგენის შემთხვევაში, მათთან 25-წლიანი შეთანხმება გაფორმდება.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელის, გოგა ტატიშვილის განმარტებით, ჩინური კომპანიები მუშაობას სამეგრელოში და იმერეთში მდებარე სალიცენზიო ბლოკებზე გეგმავენ. კერძოდ, მე-5 სალიცენზიო ბლოკზე განაცხადები შეტანილი აქვს კონსორციუმს შემადგენლობით "ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია" და „ჩაინა ნიუსთარ ენერჯის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×